გვეძებეთ სოციალურ ქსელებში ...
@ @ @ @ @ @ @
ელექტრონული ფოსტა თანამშრომლობა: Info@bestwaycorp.com.ge სერვისის მხარდაჭერა: service@bestwaycorp.com.ge

კონფიდენციალურობის პოლიტიკა - წინამდებარე დოკუმენტი "კონფიდენციალურობის პოლიტიკა" (შემდგომში ტექსტის მიხედვით - "პოლიტიკა") წარმოადგენს საიტის მიერ მომხმარებლის იმ პერსონალური ინფორმაციის გამოყენების წესებს, რომელიც ოპერატორმა, ოპერატორთან ერთ ჯგუფში შემავალი ყველა პირის ჩათვლით, შეიძლება მიიღოს მომხმარებლის შესახებ მის მიერ ნებისმიერი საიტის, სერვისების, სამსახურების, პროგრამების, პროდუქტების ან ოპერატორის მომსახურების გამოყენებისას (შემდგომში "საიტი)  ოპერატორის მიერ მომხმარებელთან ნებისმიერი შთანხმებების და ხელშეკრულებების შესრულების პროცესში. მომხმარებლის თანხმობა პოლიტიკაზე, რომელიც მის მიერ გამოხატულია  ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირთან ურთიერთობის ჩარჩოებში, ვრცელდება ყველა სხვა ჩამოთვლილ პირზე.

საიტის გამოყენება ნიშნავს მომხმარებლის უპირობო თანხმობას წინამდებარე პოლიტიკაზე და მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მასში მითითებულ პირობებზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ამ პირობებს, მან უნდა თავი შეიკავოს საიტის გამოყენებისგან. 

1. პოლიტიკის ზოგადი დებულებები

  1. წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს საჯარო ოფერტას (შემდგომში "ოფერტა") განუყოფელ ნაწილს, რომელიც განთავსებულია და/ან ხელმისაწვდომია ინტერნეტ-ქსელში მისამართზე , აგრეთვე მომხმარებელთან დადებული სხვა ხელშეკრულებების განუყოფელ ნაწილს, როცა ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული მათი პირობებით.
  2. წინამდებარე პოლიტიკა შედგენილია "პერსონალური მონაცემების შესახებ" კანონის, აგრეთვე პერსონალური მონაცემების დაცვისა და დამუშავების სხვა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად და მოქმედებს ყველა იმ პერსონალური მონაცემის მიმართ, რომლის მიღება ოპერატორს შეუძლია მომხმარებლისგან, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებით წარმოადგენს მხარეს.
  3. ოპერატორს აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში. ცვლილებების შეტანისას პოლიტიკის სათაურში უნდა იყოს მითითებული რედაქციის ბოლო განახლების თარიღი. პოლიტიკის ახალი რედაქცია შედის ძალაში საიტზე მისი განთავსების მომენტიდან, თუ ახალი რედაქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
  4. ეს პოლიტიკა, მისი დებულებების ინტერპრეტაციისა და მიღების, შესრულების, შეცვლის და შეწყვეტის წესის ჩათვლით, ექვემდებარება მოქმედ კანონმდებლობას.

2. მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ამუშავებს საიტი

პერსონალური ინფორმაციის ქვეშ წინამდებარე პოლიტიკაში იგულისხმება:

  1. ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი თვითონ წარადგენს რეგისტრაციის (სააღრიცხვო ჩანაწერის შექმნის) დროს ან საიტის გამოყენების პროცესში, მომხმარებლის პერსონალური მონაცემების ჩათვლით. წარსადგენად აუცილებელი ინფორმაცია საიტზე სპეციალურად არის მონიშნული, ხოლო სხვა ინფორმაციის მიწოდება ხდება მომხმარებლის საკუთარი გადაწყვეტილებით.
  2. მონაცემები, რომლებიც გადაეცემა საიტს ავტომატურ რეჟიმში მათი გამოყენებისას მომხმარებლის მოწყობილობაზე დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, მათ შორის IP-მისამართი, cookie ფაილების მონაცემები, ინფორმაცია მომხმარებლის ბრაუზერზე (ან სხვა პროგრამაზე, რომლის მეშვეობით ხდება საიტზე შესვლა), მომხმარებლის მიერ გამოყენებული მოწყობილობის და პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მახასიათებლები, საიტზე შესვლის თარიღი და დრო, მოთხოვნილი გვერდების მისამართები და სხვა მსგავსი ინფორმაცია. 
  3. სხვა ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ, რომლის დამუშავება გათვალისწინებულია საიტის გამოყენების პირობებით.
  4. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ იმ  ინფორმაციაზე, რომლის დამუშავება ხდება საიტის გამოყენების პროცესში. საიტი არ აკონტროლებს ინფორმაციის დამუშავებას  მესამე პირთა საიტების მიერ, რომლებზეც მომხმარებელს შეუძლია გადასვლა  ხელმისაწვდომი ბმულებით,  და არ არის ამაზე პასუხისმგებელი.
  5. საიტი არ ამოწმებს მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის სანდოობას და არ აქვს მისი ქმედუნარიანობის შეფასების შესაძლებლობა.

3. მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები

  1. საიტი აგროვებს და ინახავს მხოლოდ იმ პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია სერვისების მიწოდებისთვის ან მომხმარებელთან დადებული შეთანხმებების და ხელშეკრულებების შესრულებისთვის, იმ შემთხვევათა გამონაკლისით, როცა კანონმდებლობით გათვალისწინებულია პერსონალური ინფორმაციის აუცილებლად შენახვა კანონით განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
  2. მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას საიტი ამუშავებს შემდეგი მიზნებით:
    • მხარის იდენტიფიკაცია სერვისების, შეთანხმებების და საიტთან დადებული  ხელშეკრულებების ჩარჩოებში;
    • მომხმარებლისთვის პერსონალიზირებული სერვისების და მომსახურების გაწევა, აგრეთვე შეთანხმებების და ხელშეკრულებების შესრულება;
    • საიტის გამოყენებასთან დაკავშირებული შეტყობინებების, განაცხადების და ინფორმაციის გაგზავნა, აგრეთვე მომხმარებლისგან მიღებული მოთხოვნების და განაცხადების დამუშავება;
    • საიტის მუშაობის ხარისხის,  მომხმარებლისთვის მისი გამოყენების კომფორტულობის გაუმჯობესება, ახალი მომსახურებს და სერვისების შემუშავება;
    • სარეკლამო მასალების თარგეთირება;
    • სტატისტიკური და სხვა კვლევების ჩატარება გაუპიროვნებული მონაცემების საფუძველზე.

4. მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის დამუშავების და მესამე პირებზე მისი გადაცემის პირობები

  1. მომხმარებლის  პერსონალური ინფორმაციის მიმართ ხდება მისი კონფიდენციალურობის შენარჩუნება, გარდა მომხმარებლის მიერ საკუთარ თავზე ინფორმაციის ნებაყოფლობითი გაცემის შემთხვევებისა პირთა შეუზღუდავი წრისთვის მისაწვდომად გასახდომად. 
  2. საიტს აქვს უფლება გადასცეს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია მესამე პირებს შემდეგ შემთხვევებში:
    • მომხმარებელმა თანხმობა განაცხადა ასეთ ქმედებებზე;
    • გადაცემა აუცილებელია მომხმარებლის მიერ გარკვეული სერვისის გამოყენებისთვის ან მომხმარებელთან დადებული გარკვეული შეთანხმების ან ხელშეკრულების შესრულებისთვის;
    • გადაცემა აუცილებელია თვით საიტის ფუნქციონირებისთვის და მუშაობისთვის;
    • გადაცემა გათვალისწინებულია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის ფარგლებში;
    • ასეთი გადაცემა ხდება ბიზნესის (მთლიანად ან ნაწილობრივ) გაყიდვის ან სხვაგვარად გადაცემის ჩარჩოებში, ამასთან შემძენთან გადადის წინამდებარე პოლიტიკის დაცვის ყველა ვალდებულება მის მიერ მიღებული პერსონალური ინფორმაციის მიმართ;
    • საიტის ან მესამე პირთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით იმ შემთხვევებში, როცა მომხმარებელი არღვევს საიტის სამომხმარებლო შეთანხმებას, წინამდებარე პოლიტიკას ან დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავენ კონკრეტული სერვისების გამოყენების პირობებს;
    • მომხმარებლის  პერსონალური ინფორმაციის  დამუშავების შედეგად მისი გაუპიროვნების  გზით მიღებულია გაუპიროვნებული სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც გადაეცემა მესამე პირს კვლევების ჩასატარებლად, სამუშაოების შესასრულებლად ან მომსახურების გასაწევად საიტის დავალებით.

5. პერსონალური ინფორმაციის შეცვლა და წაშლა

მონაცემების აუცილებელი შენახვა

  1. მომხმარებელს ნებისმიერ მომენტში შეუძლია შეცვალოს (განაახლოს, შეავსოს) მის მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია ან მისი ნაწილი საიტზე მიმართვის გზით თავში 9 "კონტაქტები" მოყვანილი კონტაქტების მეშვეობით.
  2. წინამდებარე პოლიტიკის პუნქტით 5.1 გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. მაგალითად, ასეთი შეზღუდვები შეიძლება ითვალისწინებდეს საიტის მოვალეობას შეინახოს მომხმარებლის მიერ შეცვლილი ან წაშლილი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი ვადით და გადასცეს ასეთი ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

6. პერსონალური ინფორმაციის დამუშავება Cookie ფაილებისა და მთვლელების დახმარებით

  1. Cookie ფაილები, რომლებსაც საიტი გადასცემს მომხმარებლის მოწყობილობაზე და მომხმარებლის მოწყობილობიდან გადაეცემა საიტზე, შეიძლება საიტის მიერ გამოყენებული იყოს მომხმარებლისთვის პერსონალიზირებული სერვისების გასაწევად, მომხმარებლისთვის ნაჩვენები რეკლამის თარგეთირებისთვის, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისთვის, აგრეთვე საიტის გაუმჯობესებისთვის.
  2. მომხმარებელი აღიარებს, რომ მის მიერ ინტერნეტ-ქსელში საიტზე შესვლისთვის გამოყენებულ მოწყობილობას და პროგრამულ უზრუნველყოფას შეიძლება ჰქონდეთ cookie ფაილებთან ოპერაციების აკრძალვის ფუნქცია (ნებისმიერი საიტებისთვის ან გარკვეული საიტებისთვის), აგრეთვე ადრე მიღებული  cookie ფაილების წაშლის ფუნქცია.
  3. საიტებს აქვთ უფლება დაადგინონ, რომ გარკვეული სერვისის ან მომსახურების გაწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ cookie ფაილების მიღება მომხმარებლის მიერ დაშვებულია.
  4. Cookie ფაილის სტრუქტურა, მისი შინაარსი და ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრება საიტის მიერ და მათი შეცვლა შეიძლება მოხდეს მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
  5. საიტის მიერ განთავსებული მთვლელების გამოყენება შეიძლება მომხმარებლის cookie ფაილების ანალიზისთვის, საიტის გამოყენების სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავებისთვის, აგრეთვე მთლიანად საიტის ან მისი ცალკეული ფუნქციების მუშაობის უზრუნველყოფისთვის. 
  6. მთვლელების მუშაობის ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრება საიტის მიერ და შეიძლება შეიცვალოს მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

7. მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დაცვა

  1. საიტი იღებს აუცილებელ და საკმარის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დასაცავად არამართლზომიერი ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, შეცვლისგან, ბლოკირებისგან, კოპირებისგან, გავრცელებისგან, აგრეთვე მესამე პირთა სხვა არამართლზომიერი ქმედებისგან.

8. კონფიდენციალურობის პოლიტიკის შეცვლა

  1. საიტს აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები კონფიდენციალურობის წინამდებარე პოლიტიკაში. ცვლილებების შეტანისას აქტუალურ რედაქციაში უნდა იყოს მითითებული ბოლო განახლების თარიღი. პოლიტიკის ახალი რედაქცია შედის ძალაში საიტზე მისი განთავსების მომენტიდან, თუ პოლიტიკის ახალ რედაქციაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
  2. მოქმედი რედაქცია მუდმივად არის ხელმისაწვდომი ვებ-გვერდზე მისამართით

9. კონტაქტები და შეკითხვები პერსონალური მონაცემების თაობაზე

  1. მომხმარებელს აქვს უფლება წინამდებარე პოლიტიკასთან და საკუთარი პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა წინადადება, შეკითხვა, მოთხოვნა და სხვა მიმართვა გაგზავნოს საიტზე  ელექტრონული ფოსტის მისამართზე: service@bestwaycorp.com.ge