გვეძებეთ სოციალურ ქსელებში ...
@ @ @ @ @ @ @
ელექტრონული ფოსტა თანამშრომლობა: Info@bestwaycorp.com.ge სერვისის მხარდაჭერა: service@bestwaycorp.com.ge

წინამდებარე დოკუმენტი - ეს არის ინტერნეტ-მაღაზიის ი/მ სემენჩენკო ვ.ვ.-ს საჯარო ოფერტა (შეთავაზება) საქონლის დისტანციური მეთოდით გაყიდვის თაობაზე.

1. ზოგადი დებულებები

  1. წინამდებარე საჯარო ოფერტა (შემდგომში "ოფერტა") წარმოადგენს ოფიციალურ შეთავაზებას ნებისმიერი ფიზიკური პირის მისამართით საიტზე დისტანციურად საქონლის საცალო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებაზე წინამდებარე ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობებით და შეიცავს ოფერტას ყველა მნიშვნელოვან პირობას.
  2. მყიდველის მიერ საიტზე განთავსებული საქონლის შეკვეთა ნიშნავს, რომ მყიდველი თანხმობას აცხადებს წინამდებარე ოფერტას, კონფიდენციალურობის პოლიტიკის და სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პირობაზე.
  3. გამყიდველს აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები ოფერტაში მყიდველისთვის შეტყობინების გარეშე.
  4. ოფერტას მოქმედების ვადა არ არის შეზღუდული, თუ საიტზე სხვა რამ არ არის მითითებული.
  5. გამყიდველი მყიდველს საიტზე აწვდის სრულ და უტყუარ ინფორმაციას საქონლის/მომსახურების შესახებ, საქონლის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების, დამზადების ადგილის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით, აგრეთვე ინფორმაციას საგარანტიო ვადის და საქონლის ვარგისიანობის ვადის შესახებ.

2.ოფერტას საგანი

  1. გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საქონელი, რომელიც განკუთვნილია პირადი, საოჯახო, საშინაო ან სხვა მოხმარებისთვის, რაც არ არის დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან, განთავსებული შეკვეთების საფუძველზე, ხოლო მყიდველი ვალდებულია მიიღოს და გადაიხადოს საქონლის საფასური წინამდებარე ოფერტას პირობებით.
  2. საქონლის დასახელება, ფასი, რაოდენობა, აგრეთვე ოფერტას სხვა აუცილებელი პირობები განისაზღვრება მყიდველის მიერ შეკვეთის გაფორმებისას მოყვანილი მონაცემების საფუძველზე.
  3. საკუთრების უფლება შეკვეთილ საქონელზე გადადის მყიდველზე მისთვის საქონლის ფაქტიური გადაცემის და მის მიერ საქონლის სრული ღირებულების გადახდის მომენტიდან. მისი შემთხვევითი დაღუპვის ან საქონლის დაზიანების რისკი გადადის მყიდველზე მისთვის საქონლის ფაქტიური გადაცემის მომენტიდან.

3. საქონლის ღირებულება

  1. საქონლის ფასი განისაზღვრება გამყიდველის მიერ ცალმხრივი უდავო წესით და მითითებულია ინტერნეტ-მაღაზიის გვერდებზე.
  2. საქონლის საბოლოო ფასი შეიძლება შეიცვალოს შემდეგი ფასდაკლებების გამოყენების შემთხვევაში:
    ფასდაკლება სპეციალური შეთავაზებით/აქციით;
    პრომოკოდი ფასდაკლებაზე;
    ფასდაკლება მუდმივი მყიდველისთვის.

4. ოფერტას დადების მომენტი

  1. წინამდებარე ოფერტას (ხელშეკრულების) აქცეპტს (მიღებას)  წარმოადგენს მყიდველის მიერ საქონელზე  შეკვეთის გაფორმება წინამდებარე ოფერტას პირობების შესაბამისად. მყიდველის მიერ საქონელზე შეკვეთის გაფორმება ხდება "სერვისი და დახმარება" განყოფილების პუნქტში "როგორ გავაფორმოთ შეკვეთა" მითითებული ქმედებების შესრულების გზით. პირდაპირი ბმული პუნქტზე:
  2. წინამდებარე ოფერტას მიღებით მყიდველი აცხადებს თანხმობას იმაზე, რომ:
  3. სარეგისტრაციო მონაცემები  (მათ შორის პერსონალური მონაცემები) მის მიერ მითითებულია ნებაყოფლობით;
  4. სარეგისტრაციო მონაცემების  (მათ შორის პერსონალური მონაცემების) გადაცემა ხდება ელექტრონული ფორმით კავშირის "ინტერნეტ" ქსელის არხებით;
  5. სარეგისტრაციო მონაცემები  (მათ შორის პერსონალური მონაცემები) გადაეცა გამყიდველს წინამდებარე ოფერტაში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, სამომხმარებლო შეთანხმებაში მითითებული მიზნების რეალიზაციისთვის და შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს წინამდებარე ოფერტაში მითითებული მიზნების რეალიზაციისთვის;
  6. სარეგისტრაციო მონაცემები  (მათ შორის პერსონალური მონაცემები) გამყიდველმა შეიძლება გამოიყენოს  საქონლის და მომსახურების პოპულარიზაციის მიზნით, მყიდველთან კავშირის არხების მეშვეობით პირდაპირი კონტაქტების დამყარების გზით; 
  7. თაღლითური ქმედებებისგან დამატებითი დაცვის მიზნით მყიდველის მიერ მითითებული სარეგისტრაციო მონაცემები (მათ შორის პერსონალური მონაცემები) შეიძლება გადაეცეს ბანკს, რომელიც ახორციელებს გაფორმებული შეკვეთების გადახდის ტრანზაქციებს; 
  8. მყიდველის მიერ გაცემული თანხმობა მისი სარეგისტრაციო მონაცემების (მათ შორის პერსონალური მონაცემების) დამუშავებაზე არის უვადო და მყიდველმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა შეიძლება ის გამოიწვიოს მყიდველისთვის წერილობითი განცხადების გადაცემის გზით.

5. საქონლის შეძენის და მიწოდების პირობები

  1. მყიდველმა შეიძლება შეიძინოს საქონელი საიტზე და გადაიხადოს მისი საფასური შემდეგი ხერხებით: საბანკო ბარათით ან საბანკო გზავნილით წარდგენილი ანგარიშის მიხედვით.
  2. წინამდებარეთი მყიდველი აცხადებს თანხმობას იმაზე, რომ მის მიერ არჩეული გადახდის მეთოდი საიტზე შეკვეთის გაფორმების მომენტიდან არ ექვემდებარება შეცვლას.
  3. წინამდებარეთი მყიდველი აცხადებს თანხმობას იმაზე, რომ საბანკო ბარათით ან საბანკო გზავნილით გადახდილი შეკვეთის დადასტურება ხდება მხოლოდ შეკვეთის გადასახდელად ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრის დადასტურების შემდეგ. 
  4. მყიდველი ადასტურებს, რომ შეკვეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს საიტზე მისი გაფორმების მომენტიდან  ერთი კალენდარული დღის განმავლობაში.
  5. მყიდველი აცხადებს თანხმობას, რომ შეკვეთის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ შეკვეთა შეიძლება გაუქმდეს.
  6. საიტი ახორციელებს შეკვეთის მიწოდებას შემდეგი გზებით: საიტის მიწოდების სამსახური (საკურიერო მიწოდება ან მიწოდება თვითგატანის პუნქტში). მყიდველს აქვს უფლება საიტთან შეთანხმებით გამოძებნოს მიწოდების სხვა ხერხი თავის რეგიონში/ქვეყანაში მიწოდების პირობების შესაბამისად ან მიღწეული შეთანხმებებიდან გამომდინარე.
  7. მყიდველისთვის საქონლის მიწოდება ხორციელდება მხარეების მიერ შეთანხმებულ ვადებში გამყიდველის თანამშრომლის მიერ შეკვეთის დადასტურებისას.
  8. საქონლის საკურიერო მიწოდებისას მყიდველი მიწოდების რეესტრში ხელს აწერს მის მიერ შეძენილი საქონლის პოზიციების გასწვრივ. ეს ხელმოწერა იმის დადასტურებაა, რომ მყიდველს არ აქვს პრეტენზიები საქონლის კომპლექტაციის, რაოდენობის და გარეგნული შესახედაობის მიმართ. 
  9. საქონლის მიღების შემდეგ პრეტენზიების მიღება საქონლის რაოდენობის, კომპლექტაციისა და გარეგნული შესახედაობის მიმართ აღარ ხდება. 
  10. მყიდველი ადასტურებს, რომ მიწოდების განხორციელების მიზნით საიტი მყიდველის პერსონალურ მონაცემებს გადასცემს მესამე პირებს.
  11. მყიდველი აცხადებს თანხმობას იმაზე, რომ მისი მიზეზით მისთვის საქონლის გადაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ შორის იმ ვადის დარღვევით, რომლის განმავლობაში მყიდველი ვალდებულია გაიტანოს საქონელი, საიტის მიერ განხილული იქნება როგორც საქონელზე უარის თქმა. ამასთან საქონელი უბრუნდება საიტს, ხოლო შეკვეთა ჩაითვლება გაუქმებულად.
  12. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი უარს იტყვის საქონელზე, აგრეთვე შეკვეთილი საქონლის არარსებობის შემთხვევაში, საიტზე საქონლისთვის გადარიცხული თანხა, საქონლის მიწოდების ხარჯების გამოკლებით, დაუბრუნდება მყიდველს წარდგენის თარიღიდან არა უგვიანეს ათი კალენდარული დღის განმავლობაში.  

6. საქონლის და ფულადი სახსრების დაბრუნება

  1. საქონლის და ფულადი სახსრების დაბრუნება ხდება "მომხმარებელთა უფლებების დაცვის" კანონის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

7. ოფერტას მოქმედების ვადა

  1. წინამდებარე ოფერტა შედის ძალაში მყიდველის მიერ მისი მიღების (აქცეპტის) მომენტიდან და მოქმედებს საჯარო ოფერტას აქცეპტის გამოთხოვნის მომენტამდე.

8. დამატებითი პირობები

  1. გამყიდველს აქვს უფლება დაუთმოს ან რამენაირად გადასცეს მესამე პირებს თავისი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც გამომდინარეობენ მყიდველთან მისი ურთიერთობიდან.
  2. გამყიდველი და შეთავზებული სერვისები შეიძლება დროებით ნაწილობრივ ან მთლიანად იყოს მიუწვდომელი პროფილაქტიკური ან სხვა სამუშაოების,  ან ტექნიკური ხასიათის სხვა მიზეზების გამო. საიტის ტექნიკურ სამსახურს აქვს უფლება პერიოდულად ჩაატაროს საჭირო პროფილაქტიკური ან სხვა სამუშაოები მყიდველების წინასწარი შეტყობინებით ან მის გარეშე.
  3. მყიდველსა და გამყიდველს შორის ურთიერთობები ექვემდებარებიან კანონმდებლობის დებულებებს.
  4. მყიდველის მხრიდან შეკითხვების და პრეტენზიების გაჩენის შემთხვევაში მან უნდა მიმართოს გამყიდველს ტელეფონით ან სხვა ხელმისაწვდომი ხერხით. მხარეები ეცდებიან ყველა წარმოშობილი დავა გადაჭრან მოლაპარაკებების გზით. თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდება, დავა გადაეცემა განსახილველად სასამართლო ორგანოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
  5.  თუ სასამართლო წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულებას მიიჩნევს ბათილად, ამას არ მოჰყვება სხვა დებულებების ბათილობა.

9. გამყიდველის რეკვიზიტები