გვეძებეთ სოციალურ ქსელებში ...
@ @ @ @ @ @ @
ელექტრონული ფოსტა თანამშრომლობა: Info@bestwaycorp.com.ge სერვისის მხარდაჭერა: service@bestwaycorp.com.ge

წინამდებარე დოკუმენტი "სამომხმარებლო შეთანხმება" (შემდგომში "შეთანხმება") წარმოადგენს საიტზე განთავსებულ შეთავაზებას ხელშეკრულების დადების თაობაზე შეთანხმების ქვემოთ მოყვანილი პირობებით.

  1. ძირითადი ტერმინები
    1. საიტი - ქსელში განთავსებული ერთიანი თემით, დიზაინით და დომენის ერთიანი სამისამართო სივრცით გაერთიანებული ელექტრონული დოკუმენტების (ფაილების) ერთობლიობა. საიტის სასტარტო გვერდი განთავსებულია ინტერნეტ ქსელში მისამართზე
    2. საიტის მომხმარებელი ("მომხმარებელი") - პირი, რომელმაც გაიარა რეგისტრაციის პროცედურა, მიიღო ინდივიდუალური ლოგინი და/ან პაროლი და რომელსაც აქვს თავისი პროფილი. სამომხმარებლო შეთანხმების მიზნებისთვის მომხმარებლის ქვეშ იგულისხმება აგრეთვე პირი, რომელსაც არ გაუვლია რეგისტრაციის პროცედურა, მაგრამ შედის საიტზე და ხმარობს და/ან ხმარობდა მას. ნებისმიერი პირი, რომელიც შედის საიტზე, ამით ავტომატურად ადასტურებს, რომ ის სრულად ეთანხმება სამომხმარებლო შეთანხმების პირობებს და მის მიმართ შეიძლება გამოყენებული იყოს სამომხმარებლო შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნები.
    3. საიტის ადმინისტრაცია ("ადმინისტრაცია") -
    4. მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერი (ექაუნთი) - ეს არის ინტერნეტ-სივრცე, რომელიც დაცულია პაროლით და შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ. სააღრიცხვო ჩანაწერი შეიძლება შეიცავდეს მომხმარებლის პირად და საკონტაქტო მონაცემებს, როგორიცაა საფოსტო და ელექტრონული მისამართები, ტექსტები, ფოტოსურათები, ვიდეოები, ასაკი, ინტერესები, და არა მხოლოდ.
    5. კონტენტი - საინფორმაციო რესურსის ნებისმიერი ინფორმაციულად მნიშვნელოვანი შემავსებელი, მათ შორის ტექსტების, რეცენზიების, კომენტარების, ანონსების, ფოტოების, ვიდეოების, ახალი ამბების ჩათვლით და სხვა მასალები, რომლებსაც მომხმარებელი ტოვებს საიტზე.
  2. ზოგადი დებულებები
    1. წინამდებარეთი მომხმარებელი ადასტურებს, რომ საიტზე რეგისტრაციის მომენტიდან და საიტით, აგრეთვე საიტის პერსონალიზირებული სერვისებით, სარგებლობის მთელი დროის განმავლობაში ის წარმოადგენს საიტის მომხმარებელს, ვიდრე ის საიტის ადმინისტრაციას არ მიმართავს საიტთან ნებისმიერ ურთიერთობებზე უარის თქმის მოთხოვნით.
    2. მომხმარებლის მიერ საიტის ნებისმიერი ხერხით და ნებისმიერი ფორმით გამოყენება მისი გამოცხადებული ფუნქციონალური შესაძლებლობების ფარგლებში, საიტზე განთავსებული მასალების დათვალიერების ჩათვლით, საიტზე რეგისტრაცია და/ან ავტორიზაცია, ქმნის ხელშეკრულებას წინამდებარე შეთანხმების პირობებზე.
    3. საიტის ნებისმიერი ზემოთ მოყვანილი შესაძლებლობის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ საიტის გამოყენებამდე ის სრული მოცულობით გაეცნო წინამდებარე შეთანხმების პირობებს და იღებს წინამდებარე შეთანხმების ყველა პირობას სრული მოცულობით მომხმარებლის მხრიდან რაიმეს ამოღების და შეზღუდვის გარეშე და იღებს მათი დაცვის ვალდებულებას ან  უნდა შეწყვიტოს საიტის გამოყენება.
    4. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება წინამდებარე შეთანხმების პირობებს ან თუ მას არ აქვს უფლება დადოს ხელშეკრულება მათ საფუძველზე, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საიტის ნებისმიერი გამოყენება;
    5. საიტმა შეიძლება შეცვალოს შეთანხმება (მათ შორის მისი ნებისმიერი ნაწილი) რაიმე სპეციალური შეტყობინების გარეშე.
    6. შეთანხმების ახალი რედაქცია ძალაში შედის საიტზე მისი განთავსების მომენტიდან ან მომხმარებლისთვის რაიმე სხვა მოსახერხებელი ფორმით მისი გაცნობის მომენტიდან, თუ შეთანხმების ახალ რედაქციაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
  3. საიტის მოხმარების ზოგადი პირობები
    1. საიტი ახორციელებს საქონლის გაყიდვას ვებ-რესურსის და საიტის თანმხლები სერვისის სამსახურების მეშვეობით.
    2. საიტი ახორციელებს საქონლის მიწოდებას წინამდებარე შეთანხმების ნაწილში 6 განსაზღვრული ხერხებით.
    3. საიტი უზრუნველყოფს წვდომას საიტის პერსონალიზებულ სერვისებზე მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, რეიტინგების და მოსაზრებების შესაქმნელად, საიტის მიერ ჩატარებულ საკონკურსო პროგრამებში და სხვა აქციებში მონაწილეობის მისაღებად.
    4. წინამდებარეთი მომხმარებელი იძლევა თავის ნებაყოფლობით თანხმობას საიტის მიერ საქონლის გაყიდვასთან და/ან მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ქმედების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე, მათ შორის შეკვეთის შესრულების სტატუსის შესახებ და აგრეთვე საიტის სერვისებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხასიათის სხვა მოვლენების შესახებ.
    5. თანხმობა გზავნილების მიღებაზე:
      1. ინტერნეტ-ქსელში SMS-ის და email-გზავნილის მიღებაზე, ან გზავნილის გაგზავნაზე უფლებამოსილი მესამე პირებისგან გზავნილის მიღებაზე ხელის მოწერით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს საინფორმაციო გზავნილების მიღებაზე მის მიერ საიტზე ხელმოწერისას მითითებულ ტელეფონზე ან ელექტრონულ მისამართზე. 
      2. მომხმარებელი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ თუ მას გაუჩნდება სურვილი უარი თქვას საინფორმაციო გზავნილებზე, ის უნდა გადავიდეს ბმულზე "გზავნილებზე უარის თქმა", რომელიც მითითებულია საიტის ელექტრონული მისამართიდან გაგზავნილი შეტყობინებების ტექსტში, ან უნდა განაცხადოს უარი საინფორმაციო გზავნილების მიღებაზე წინამდებარე შეთანხმების განყოფილებაში "კონტაქტები" მითითებულ მისამართებზე.
      3. მომხმარებელი აგრეთვე აძლევს ნებართვას საიტს ან მესამე პირებს, რომლებსაც აქვთ უფლება საიტის სახელით გააგზავნონ საინფორნაციო გზავნილები, შეაგროვონ, შეინახონ და დაამუშაონ საიტის მისამართზე მის მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემები (მათ შორის გვარი, სახელი, მამის სახელი და ელექტრონული ფოსტის მისამართი) ინფორმირებისთვის სიახლეების და საიტის სხვა მოვლენების შესახებ. 
    6. მომხმარებელი თანახმაა, რომ საიტი არ არის პასუხისმგებელი რაიმე შეტყობინებების გადაცემის შეფერხებებზე, არასწორ ან არადროულ მიწოდებაზე,  წაშლაზე ან არშენახვაზე. ამასთან საიტი იტოვებს ნებისმიერი შეტყობინების განმეორებით გაგზავნის უფლებას, თუ მომხმარებელმა ის არ მიიღო. ყველა შეკითხვა ინფორმაციული მხარდაჭერის თაობაზე მომხმარებელმა შეიძლება დასვას მისამართზე service@bestwaycorp.com.ge
    7. მომხმარებელი აღიარებს, რომ საქონლის თანმდევ აღწერას საიტზე არ აქვს ამომწურავი ინფორმატიულობი პრეტენზია და შეიძლება შეიცავდეს უზუსტობებს. მომხმარებელს შეუძლია ყველა შენიშვნა საქონლის არაზუსტად აღწერის თაობაზე გადააგზავნოს საიტზე მისამართზე service@bestwaycorp.com.ge
    8. მომხმარებელი აღიარებს, რომ საიტი ყველა ღონეს ხმარობს, რათა საქონლის გარეგნული შესახედაობა, შეფუთვა და მახასიათებლები შეესაბამებოდნენ საიტის კატალოგში მოყვანილ აღწერილობას. ამასთან ერთად საიტი მომხმარებლის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ასორტიმენტული საქონლის შემთხვევაში და აგრეთვე საქონელში უშუალოდ მწარმოებლის მიერ შეტანილი ცვლილებების  შემთხვევაში საქონლის ფაქტიური გარეგნული შესახედაობა, შეფუთვა და მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს მოყვანილი აღწერილობისგან. 
    9. მომხმარებელი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ საქონლის ფასი და არსებობა საიტზე შეიძლება შეიცვალოს ამის შესახებ წინასწარი შეტყობინების გარეშე და მითითებულია ინდივიდუალურ სტატუსში და საქონლის დაწვრილებით ბარათში, რომელიც აისახება საიტზე კატალოგში. 
  4. მომხმარებლის ვალდებულებები საიტის გამოყენებისას
    1. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს იმაზე, რომ ის არ გამოიყენებს საიტს შემდეგი მიზნებისთვის:
      1. ისეთი კონტენტის ატვირთვა, რომელიც უკანონოა, არღვევს მესამე პირთა ნებისმიერ უფლებას; ახდენს დისკრიმინაციის პროპაგანდას ძალადობის, სისასტიკის, სიძულვილის და/ან რასობრივი, ეროვნული, სქესობრივი, რელიგიური, სოციალური ნიშნებით; შეიცავს არასარწმუნო ინფორმაციას და/ან შეურაცხყოფებს კონკრეტული პირების, ორგანიზაციების, ხელისუფლების ორგანოების მიმართ;
      2. მოუწოდებს სამართალსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ, აგრეთვე იმ პირთა მხარდაჭერისკენ, რომელთა ქმედებები მიმართულია ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი შეზღუდვებისა და აკრძალვების დარღვევაზე;
      3. არღვევს არასრულწლოვანი პირების უფლებებს და/ან ზიანს აყენებს მათ ნებისმიერი ფორმით;
      4. თავს ასაღებს სხვა ადამიანად ან ორგანიზაციის და/ან საზოგადოების წარმომადგენლად ამისთვის საკმარისი უფლებების გარეშე, მათ შორის საიტის თანამშრომლად;
      5. საიტის კატალოგში შეყვანილი რომელიმე საქონლის თვისებების და მახასიათებლების მიმართ შეცდომაში შეყვანა; 
      6. საქონლის არაკორექტული შედარება, აგრეთვე იმ პირების მიმართ ნეგატიური დამიოკიდებულების ფორმირება, რომლებიც სარგებლობენ (არ სარგებლობენ) გარკვეული საქონლით, ან ასეთი პირების გაკიცხვა;
      7. ისეთი კონტენტის ატვირთვა, რომლის გასაჯაროების უფლება მომხმარებელს არ აქვს კანონმდებლობით ან რაიმე საკონტრაქტო ურთიერთობებით;
      8. ისეთი კონტენტის ატვირთვა, რომელიც ეხება და/ან შეიცავს რაიმე პატენტს, სავაჭრო ნიშანს, კომერციულ საიდუმლოს, საფირმო დასახელებას, საავტორო და მათთან დაკავშირებულ უფლებებს, აგრეთვე სხვა უფლებებს ინტელექტუალურ საქმიანობაზე, რომლებიც ეკუთვნიან ან მართებულად გამოიყენებიან მესამე პირების მიერ;
      9. ისეთი სარეკლამო ინფორმაციის ატვირთვა, რომელიც არ არის სპეციალურად დაშვებული, და /ან სპამის ატვირთვა;
      10. პერსონალური მონაცემების, ნებისმიერი პირების კერძო ცხოვრებაზე ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
      11. საიტის ნორმალური მუშაობის დარღვევა;
      12. სამართლის საერთაშორისო ნორმების დარღვევა.
    2. მომხმარებელი თანახმაა არ გამოიყენოს საიტზე სალანძღავი სიტყვები, უცენზურო და შეურაცხმყოფელი გამოსახულებები, შედარებები და გამონათქვამები, მათ შორის სქესის, რასის, ეროვნების, პროფესიის, სოციალური კატეგორიის, ასაკის, ადამიანის და მოქალაქის ენასთან დაკავშირებით, აგრეთვე ორგანიზაციების, ხელისუფლების ორგანოების, ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლოების (დროშების, გერბების, ჰიმნების), რელიგიური სიმბოლოების, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების (ისტორიისა და კულტურის ძეგლების) მიმართ.
    3. მომხმარებელი აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ საიტს აქვს უფლება (მაგრამ არა ვალდებულება) თავისი ნება-სურვილით უარი თქვას საიტის სერვისებიდან ხელმისაწვდომი ნებისმიერი კონტენტის განთავსებაზე და/ან წაშალოს ის.
  5. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    1. კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობები და ურთიერთობები მომხმარებელსა და საიტს შორის, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან, რეგულირდება კანონით "პერსონალური მონაცემების შესახებ".
    2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა მოქმედებს იმ პერსონალური მონაცემების მიმართ, რომლებიც საიტმა მიიღო ან შეიძლება მიიღოს მომხმარებლისგან რეგისტრაციისას და/ან საიტზე შეკვეთის გაფორმებისას, და რომლებიც აუცილებელია საიტის მხრიდან ვალდებულებების შესასრულებლად თქვენ მიერ შესაძენი საქონლის/მომსახურების მიმართ და/ან საიტის სერვისებთან თქვენი წვდომისთვის.
    3. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ხელმისაწვდომია ბმულზე -
  6. საქონლის შეძენის და მიწოდების პირობები
    1. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს საქონელი საიტზე მისი ღირებულების შემდეგი ხერხებით გადახდით: საბანკო ბარათით ან საბანკო გზავნილით წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით.
    2. წინამდებარეთი მომხმარებელი თანხმობას აცხადებს იმაზე, რომ გადახდის მის მიერ არჩეული ხერხი არ ექვემდებარება შეცვლას საიტზე შეკვეთის გაფორმების მომენტიდან.
    3. წინამდებარეთი მომხმარებელი თანხმობას აცხადებს იმაზე, რომ საბანკო ბარათით ან საბანკო გადარიცხვით გადახდილი შეკვეთის დადასტურება ხდება მხოლოდ შეკვეთის საფასურის გადახდისთვის ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრის დადასტურების შემდეგ.
    4. მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეკვეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს საიტზე მისი გაფორმების მომენტიდან ერთი კალენდარული დღის განმავლობაში.
    5. მომხმარებელი თანახმაა, რომ შეკვეთის საფასურის   გადაუხდელობის შემთხვევაში მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ შეკვეთა შეიძლება გაუქმდეს.
    6. საიტი ახორციელებს საქონლის მიწოდებას შემდეგი ხერხებით: საიტის მიწოდების სამსახური (საკურიერო მიწოდება ან მიწოდება თვითგატანის პუნქტში). მომხმარებელს საიტთან შეთანხმებით აქვს უფლება შეათანხმოს მიწოდების სხვა მეთოდი თავის რეგიონში/ქვეყანაში მიწოდების პირობების შესაბამისად ან მიღწეული შეთანხმებებიდან გამომდინარე.
    7. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მიწოდების განხორციელების მიზნით საიტი გადასცემს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს.
    8. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას იმაზე, რომ მისი მიზეზით მისთვის საქონლის გადაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ შორის იმ ვადის დარღვევით, რომლის განმავლობაში მომხმარებელი ვალდებულია გაიტანოს საქონელი, საიტის მიერ განხილული იქნება როგორც საქონელზე უარის თქმა. ამასთან საქონელი უბრუნდება საიტს, ხოლო შეკვეთა ჩაითვლება გაუქმებულად.
    9. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უარს იტყვის საქონელზე, აგრეთვე შეკვეთილი საქონლის არარსებობის შემთხვევაში, საიტზე საქონლისთვის გადარიცხული თანხა, საქონლის მიწოდების ხარჯების გამოკლებით, დაუბრუნდება მომხმარებელს წარდგენის თარიღიდან არა უგვიანეს ათი კალენდარული დღის განმავლობაში.  
  7. პასუხისმგებლობა
    1. საიტის სერვისები შეიძლება შეიცავდნენ მითითებებს სხვა რესურსებზე. მომხმარებელი აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ რესურსების ხელმისაწვდომობაზე და მათ შინაარსზე, აგრეთვე ნებისმიერ შედეგებზე, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ ამ რესურსების კონტენტის  გამოყენებაზე.
    2. მომხმარებელი აგრეთვე ეთანხმება იმას, რომ საიტი არ არის პასუხისმგებელი პერსონალურ მონაცემებზე, რომლებსაც მომხმარებელი აწვდის გარეშე რესურსებს და/ან სხვა მესამე პირებს საიტიდან მათზე გადასვლის შემთხვევაში.
    3. მომხმარებელი ადასტურებს, რომ საიტი არ არის პასუხისმგებელი მონაცემების შესაძლო დაკარგვაზე და/ან დაზიანებაზე, რაც შეიძლება მოხდეს თქვენ მიერ წინამდებარე  შეთანხმების დებულებების დარღვევის გამო, აგრეთვე საიტის პერსონალიზებულ სერვისებთან არასწორი წვდომის და/ან გამოყენების გამო.
    4. პასუხისმგებლობა არასრულწლოვანთა ქმედებებზე, მათ მიერ საიტის კატალოგიდან საქონლის შეძენის ჩათვლით ეკისრება არასრულწლოვანთა კანონიერ წარმომადგენლებს.
    5. მომხმარებელი თანახმაა, რომ საიტი პასუხიმგებელი არ არის საიტის მიერ საქონლის გაყიდვის და/ან თქვენთვის მიწოდების მისი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე და/ან არასათანადოდ შესრულებაზე თქვენ მიერ არასარწმუნო და/ან ბათილი მონაცემების წარდგენის გამო, და აგრეთვე თქვენ მიერ წინამდებარე შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაზე. 
  8. საიტის რეკვიზიტები