კომპანია Bestway მადლობას გიხდით ნდობისთვის და იძლევა მაღალი ხარისხის და ნაკეთობების წუნდაუდებელი ფუნქციონირების გარანტიას. გარდა ამისა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პროდუქციის გამოყენება მრავალ სასიამოვნო მომენტს გაჩუქებთ.
Bestway-ს სერვის ცენტრი წარმოადგენს მწარმოებლის ოფიციალურ პარტნიორს და მის მიერ აღჭურვილია საგარანტიო ვადის განმავლობაში საგარანტიო მხარდაჭერის განხორციელების და დიაგნოსტიკის ჩატარების უფლებამოსილებებით (სპეციალიზირებულ საექსპერტო ორგანიზაციებში მიმართვის გარეშე). საგარანტიო მხარდაჭერაში იგულისხმება მომხმარებლისთვის მაკომპლექტებელი ნაკეთობის ან ძირითადი ნაკეთობის შემადგენელი ნაწილის გადაცემაში მის მიერ დამოუკიდებლად დასაყენებლად იმ მაკომპლექტებელის სანაცვლოდ, რომელზეც დადგენილია ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი საწარმოო დეფექტი, მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში საქონლის ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობით.
1. გარანტიის ზოგადი პირობები
- მყიდველსა და გამყიდველს შორის ურთიერთობები რეგულირდება "მომხმარებელთა უფლებების დაცვის" კანონის დებულებებით.
- გარანტიის ვადა დამოკიდებულია ნაკეთობის სახეობაზე. გარანტიის ვადის და ნაკეთობის კონკრეტულ სახეობაზე გარანტიის არსებობის შემოწმება შეიძლება ცხრილში "საგარანტიო ვადები"
- წინამდებარე საგარანტიო პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ იმ გარანტიაზე, რომელსაც იძლევა მწარმოებელი. იმის გამო, რომ გამყიდველს აქვს უფლება თვითონ დააწესოს საგარანტიო ვადა, სერვის ცენტრში მიმართვამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ საქონელზე ვრცელდება სწორედ მწარმოებლის გარანტია, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ უშუალოდ გამყიდველს.
- საგარანტიო მომსახურება, რომელზედაც უფლებამოსილია სერვის ცენტრი, ეს არის პროდუქციის იმ ნაკლების უსასყიდლო აღმოფხვრა, რომლებიც გაჩნდა მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდებამდე, მყიდველის მიერ მწარმოებლის მიერ დადგენილი შენახვის, ტრანსპორტირების და ექსპლუატაციის წესების დაცვის პირობით.
- საქონლის ნაკლების აღმოფხვრისას ნაკეთობის მაკომპლექტებელი ნაწილის ან ძირითადი ნაკეთობის შემადგენელი ნაწილის შეცვლის გზით, საგარანტიო ვადა ახალ მაკომპლექტებელ ნაწილზე ან ძირითადი ნაკეთობის შემადგენელ ნაწილზე სრულდება ძირითადი ნაკეთობის საგარანტიო ვადის ამოწურვასთან ერთად.
- საქონლის ექსპლუატაციის პირობები, რომლებზეც მწარმოებლის გარანტია არ ვრცელდება:
- სახეზეა არაუფლებამოსილი პირების მიერ ნაკეთობის რემონტის კვალი მწარმოებლის მოთხოვნათა და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევით.
- დეფექტები გამოწვეულია ცვლილებებით ექსპლუატაციის პირობების, აგრეთვე დაყენების, მიერთების, მყიდველის ადგილობრივ ტექნიკურ პირობებთან ადაპტაციის, შენახვისა და ტრანსპორტირების წესებისა და პირობების დარღვევით.
- ნაკეთობა დაზიანებულია გარემოს აგრესიული ზემოქმედებით (სეტყვა, ელჭექი და ა. შ.), ფორს-მაჟორული გარემოებებით (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და ა. შ.) ან შემთხვევითი გარეშე ფაქტორებით (ელექტრულ ქსელში ძაბვის მერყეობით და სხვ.)
- ნაკეთობას აქვს გამოხატული მექანიკური აბ ელექტროდაზიანებები.
- დაზიანება გამოწვეულია ნაკეთობის შიგნით უცხო სხეულების, ნივთიერებების, სითხეების, მწერების ან ცხოველების მოხვედრით.
- ისეთი სახარჯო მასალების გამოყენება, რომლებიც არ შეესაბამებიან ექსპლუატაციის მოთხოვნებს.
- ნაკეთობის შენახვა და ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მომხმარებლის სახელმძღვანელოში მითითებული ტექნიკური რეკომენდაციების შესაბამისად.
2. განაცხადის გაფორმების წესი
- საგარანტიო ვადის პერიოდში მომხმარებელს აქვს უფლება მიმართოს სერვის ცენტრს საწარმოო ნაკლის უსასყიდლოდ აღმოფხვრის მოთხოვნით საქონლის ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობით.
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მოთხოვნა ეხება საქონლის შეცვლას და/ან ხელშეკრულების გაუქმებას, უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ სერვის ცენტრს მწარმოებლისგან არ აქვს მინიჭებული ასეთი მოთხოვნების განხილვის უფლებამოსილება და მომხმარებელმა უნდა მიმართოს სუბიექტს, რომელსაც კანონის ძალით აქვს ასეთი მოთხოვნების დაკმაყოფილების უფლებამოსილება.
- სერვისის სამსახურში მიმართვამდე დარწმუნდით, რომ საქონელზე ვრცელდება მწარმოებლის გარანტია. იმ საქონლის ჩამონათვალის და საგარანტიო ვადების გაცნობა, რომლებზეც ვრცელდება მწარმოებლის გარანტია, შეიძლება ცხრილში "საგარანტიო ვადები"
- მომხმარებლის მოთხოვნა საწარმოო ნაკლის უსასყიდლოდ აღმოფხვრაზე შეიძლება გადაეცეს სერვის ცენტრს შემდეგი გზით:
- მიმართვის გაგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე service@bestwaycorp.com.ge
მიწერ-მოწერის წარმოებისას და პერსონალური მონაცემების წარდგენისას თქვენ თანხმობას იძლევით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალური მონაცემების შესახებ" კანონის შესაბამისად, იმ პირობით და იმ მიზნებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია თანხმობაში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
- მომხმარებლის განაცხადი საგარანტიო მომსახურების მიღებაზე რეგისტრირდება სერვის ცენტრში მხოლოდ აუცილებელი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, რომელშიც შედის:
- გვარი, სახელი, მამის სახელი
- საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი და e-mail)
- მისამართი ინდექსის მითითებით
- კლიენტის მოთხოვნა და პრობლემის აღწერა
- გამყიდველის კომპანიის დასახელება
- ნაკეთობის ტიპი
- ნაკეთობის შეძენის თარიღის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის, სასაქონლო ზედნადების - ფოტო/სკანირებული ასლი
- ნაკეთობის სერიული ნომრის და არტიკულის ფოტო
- ფოტო ან ვიდეო, რომელზედაც ჩანს დეფექტი და ნაკეთობის ზოგადი გარეგნული სახე
- თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
- თუ მომხმარებლის განაცხადი საგარანტიო მომსახურების მიღებაზე არ შეიცავს ზემოთ მოყვანილ ინფორმაციას, სერვის ცენტრს აქვს უფლება უარი უთხრას მომხმარებელს საგარანტიო მხარდაჭერაზე.
- დეფექტის არსებობის თაობაზე პირველადი განაცხადის მიღების შემდეგ სერვის ცენტრის სპეციალისტი დაამყარებს კლიენტთან უკუკავშირს, მათ შორის დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.
- განაცხადის გაფორმებისას მომხმარებელი უნდა დაეთანხმოს პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალური მონაცემების შესახებ" კანონის შესაბამისად იმ პირობებზე და მიზნებისთვის, რომელიც განსაზღვრულია საიტზე განთავსებულ "თანხმობაში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე".
- პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გამოთხოვნა ასევე შეიძლება გადაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე service@bestwaycorp.com.ge სუბიექტის მიერ თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გამოთხოვნის შემთხვევაში პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა და პერსონალური მონაცემების განადგურება მოხდება განაცხადის შემოსვლის მომენტიდან 30 დღის განმავლობაში.
- მომხმარებლის განაცხადის დამუშავების ვადა შეადგენს 10 (ათ) დღეს.
3. საგარანტიო მომსახურების ჩატარების წესი
- საგარანტიო მომსახურება წარმოადგენს პროდუქციის ისეთი ნაკლოვანებების უსასყიდლო აღმოფხვრას, რომლებიც გაჩნდა მომხმარებლისთვის საქონლის გადაცემამდე, მომხმარებლის მიერ ნაკეთობის შენახვის, ტრანსპორტირებისა და ექსპლუატაციის მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების დაცვის პირობით.
- გაუმართავი სათადარიგო ნაწილები ან საქონლის შემადგენელი ნაწილები, რომელთა შეცვლა მოხდა საწარმოო ნაკლის აღმოფხვრის მსვლელობაში, რჩება მომხმარებელთან და მათი უტილიზაცია ხდება მომხმარებლის მიერ დამოუკიდებლად.
- განსაკუთრებულ შემთხვევებში სერვისის ცენტრი იტოვებს უფლებას მოსთხოვოს მომხმარებელს საქონლის გაგზავნა სერვის ცენტრში. ასეთ შემთხვევაში საქონლის გაგზავნის ხარჯებს იხდის სერვის ცენტრი.
- საგარანტიო მხარდაჭერის დასასრულად მიიჩნევა სერვის ცენტრის მიერ სათადარიგო ნაწილების ან მაკომპლექტებელი ნაკეთობების გაგზავნის თარიღი.
- მომხმარებელთან შეთანხმებით საგარანტიო ვალდებულებების ჩარჩოებში შეცვლას დაქვემდებარებული მაკომპლექტებელი ნაწილი სერვის ცენტრმა შეიძლება გადაუგზავნოს უშუალოდ მომხმარებელს ან გამყიდველს.
4. სხვა დებულებები
- სერვის ცენტრი არ აგზავნის თავის თანამშრომლებს გამყიდველთან ან მომხმარებელთან საქონელში გაუმართაობის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. სერვის ცენტრსა და გამყიდველს შორის მთელი კომუნიკაცია ხორციელდება სათანადოდ გაფორმებული განაცხადის ჩარჩოებში.
- სერვის ცენტრი არ აგზავნის თავის თანამშრომლებს გამყიდველთან ან მომხმარებელთან მაკომპლექტებელი ნაკეთობის ან ძირითადი ნაკეთობის შემადგენელი ნაწილის შესაცვლელად საგარანტიო მხარდაჭრის ჩარჩოებში. მაკომპლექებელი ნაწილის დაყენება არ საჭიროებს სპეციალურ ჩვევებს და სრულდება დამოუკიდებლად მომხმარებლის ან გამყიდველის მიერ.