მხარდაჭერა

კლიენტების მხარდაჭერა



როგორ დაუკავშირდეთ Bestway სერვის ცენტრს
საინფორმაციო
იურიდიული ინფორმაცია
ხშირად დასმული შეკითხვები
რა საშუალებების გამოყენება შეიძლება გასაბერი საწოლის ფლოკირებული (ტექსტილის) ზედაპირის გასაწმენდად?
გასაბერი საწოლის ფლოკირებული (ტექსტილის) ზედაპირის გასაწმენდად შეიძლება თხევადი საპნისა და წყლის ხსნარის გამოყენება. გაწმენდის შემდეგ გააშრეთ ნაკეთობა მშრალ გრილ ადგილას. მნიშვნელოვანია: არ გამოიყენოთ ქიმიური საწმენდი ფხვნილი ან ნებისმიერი ხისტი ან აბრაზიული ქიმიკატები. მათ შეიძლება გააფუჭონ თქვენი გასაბერი საწოლი. მნიშვნელოვანია: გაშრობის პროცესის დასაჩქარებლად არ გამოიყენოთ ფენი პვქ-ის მასალის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
იძლევით თუ არა ბასეინში წყლის გასუფთავებისთვის ქიმიური საშუალებების გამოყენების რეკომენდაციას?
ჩვენ ვიძლევით ბასეინებისთვის სპეციალური ქიმიკატების გამოყენების რეკომენდაციას, რათა შევინარჩუნოთ წყლის სისუფთავე და მისი საჭირო ქიმიური თვისებები. ბასეინისთვის განკუთვნილი ქიმიკატები აადვილებენ ბასეინის ექსპლუატაციას მთელი სეზონის განმავლობაში მასში წყლის შეცვლის რიცხვის შემცირებით. მნიშვნელოვანია: ყოველთვის დაიცავით ასეთი ქიმიური პროდუქტების უსაფრთხოდ გამოყენების ინსტრუქცია.
წელიწადში რამდენჯერ უნდა შეიცვალოს წყალი ბასეინში?
ეს ფაქტორი დამოკიდებულია აუზის გამოყენების რეგულარობაზე. თუ წყლის ქიმიური დამუშავება ჩატარდება სწორად, შეიძლება ვიქონიოთ იმედი, რომ წყლის გამოცვლა არ დაგვჭირდება ზაფხულის მთელი სეზონის განმავლობაში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ქიმიური მომსახურების თაობაზე მიმართეთ აუზისთვის განკუთვნილი ქიმიური საშუალებების ადგილობრივ მომწოდებელს; ის შეძლებს გაგიწიოთ სწორი კონსულტაცია წყლის სისუფთავის შენარჩუნების თაობაზე.
საჭიროა თუ არა აუზის დაშლა ზამთარში?
რეკომენდებულია აუზის დაშლა ზამთრისთვის. მიწისზედა აუზები შეიძლება დაიშალოს ყინულისა და თივლის სიმძიმის ქვეშ, რაც დააზიანებს აუზის პვქ-ის კედლებს. რეკომენდებულია აუზის დაშლა, როცა ტემპერატურა დაიწევს 10ºC-ზე დაბლა.
რით მოვაცილოთ ბასეინის ძირში დაგროვებული ნაგავი?
თუ ბასეინის ძირზე არის ნაგავი ან ჭუჭყი, რეკომენდებულია გამოიყენოთ მომსახურების კომპლექტი Bestway Deluxe ან აირჩიოთ ნაკეთობები Bestway-ის გამწმენდი საშუალებების ფართო ასორტიმენტიდან. ბასეინის მოვლის საშუალებების სწორად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს წყლის მომსახურების ვადა.
როგორ მოვიქცეთ თუ წყალი გამწვანდა?
წყალი მწვანე ხდება არასწორი ქიმიური შემადგენლობის გამო. საჭიროა სწორი ქიმიური ბალანსის დადგენა ქიმიკატების ადგილობრივ დილერთან მიმართვის გზით.
როგორ მოვიქცეთ, თუ წყალში გაჩნდა თეთრი ფანტელები?
თეთრი ფანტელების არსებობა წყალში დამოკიდებულია წყლის სიხისტეზე. ჩამოუშვით აუზიდან წყლის დაახლოებით 20-25% და დაამატეთ ახალი წყალი, რათა შეამციროთ მასში კალციუმის რაოდენობა. ვიზუალურად შეამოწმეთ ელექტროლიტური ბადე ნადუღის წარმოქმნაზე და საჭიროების შემთხვევაში გაწმინდეთ ის. თუ ზემოთ აღნიშნულმა ოპერაციამ არ გადაჭრა პრობლემა, მიმართეთ ქიმიკატების უახლოეს მომწოდებელს წყლის სიხისტის შესამცირებისთვის შესაბამისი ქიმიკატის შესაძენად.
რომელი ქიმიკქტების გამოყენებაა საჭირო წყლის მოვლისთვის?
ქიმიკატების გამოყენების თაობაზე მიმართეთ ქიმიკატების ადგილობრივ მომწოდებელს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ქიმიკატების მწარმოებლის ინსტრუქციებს.
ფილტრების კომპლექტის მოხსნა სპა-ს კედლიდან ძნელია. როგორ მოვიქცეთ?
ფილტრების კომპლექტი მოხსენით ორივე ხელით და ძალის თანაბარი გამოყენებით.
როგორ შეიძლება სპა-ში კორპუსის და ფილტრის კარტრიჯის გაწმენდა?
კორპუსის და გამფილტრი კარტრიჯის გაწმენდისთვის შეასრულეთ შემდეგი ქმედებები: 1. გამორთეთ სპა-ს ყველა ფუნქციები, როგორიცაა ფილტრაცია და გაცხელება. 2. მოხსენით ფილტრის კომპლექტი სპა-ს შიგნით და გახსენით ფილტრის კომპლექტი სპა-ს გარედან, რათა დარწმუნდეთ, რომ კომპლექტის გახსნისას მის შიგნით არსებული ნაგავი არ მოხვდება სპა-ში. 3. ამოიღეთ ფილტრის კარტრიჯი, გარეცხეთ ის ბაღის შლანგით და ჩასვით უკან ფილტრის კორპუსში განმეორებით გამოყენებისთვის. მაგრამ თუ ფილტრის კარტრიჯი ჭუჭყიანი და გაუფერულებული რჩება, საჭიროა მისი გამოცვლა.
ცენტრში მიმართვის შექმნა
აირჩიეთ თქვენი პროდუქტი / სავაჭრო მარკა
შეავსეთ ფორმა მიმართვის შესაქმნელად
⚠️ ამჟამად ელექტრონული ფოსტის სერვერზე ტარდება ტექნიკური სამუშაოები, ამიტომ პასუხებმა შეიძლება დროებით დაიგვიანონ. ბოდიშს გიხდით შეფერხებებისთვის!
შეავსეთ ფორმა მიმართვის შესაქმნელად
⚠️ ამჟამად ელექტრონული ფოსტის სერვერზე ტარდება ტექნიკური სამუშაოები, ამიტომ პასუხებმა შეიძლება დროებით დაიგვიანონ. ბოდიშს გიხდით შეფერხებებისთვის!